Ion GeneStudio™ S5 სისტემა
კატალოგის ნომერი: A38194
აღწერა:
Ion GeneStudio S5 სისტემა წარმოაგდენს ნახევარგამდარ მექანიზმზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმას (NGS), რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მიზნობრივი სექვენირების ექსპერიმენტები. სისტემა ოპტიმიზებულია, რათა მოგვცეს საკმარისი მონაცემები ისეთი ლაბორატორიებში, სადაც მიცირე პანელებსა და სექვენირების შედარებით მცირე ინფორმაციაზეა მოთხოვნა. კარტრიჯების ფორმატის რეაგენტებით, Ion GeneStudio S5 სისტემა არის მარტივი და გვთავაზობს მასშტაბურობას და მოქნილობას.
სისტემაში გამოიყენება Ion 5 სერიის ჩიპები, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაღალი ხარისხის მონაცემები კლინიკური და სამეცნიერო გამოკვლევებისას, როგორიცაა მიკრობთა გენომების, ექსონების და ტრანსკრიპტომების კვლევა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ჩიპის შერჩევის (Ion 510–540 ჩიპი) შესაძლებლობა, რომელიც კონკრეტული მიზნით გამოიყენება და შესაძლებელს ხდის გენერირდეს 2-დან 80 მლნ-მდე რიდი თითოეულ რეაქციაში;
- ექსპერიმენტის დაწყებამდე მისი მომზადების შემცირებული დრო და კომპლექსურობა კარტრიჯების ფორმატის რეაგენტების მეშვეობით;
- რეაქციის სრული ანალიზი რამოდენიმე საათში.
Ion GeneStudio S5 სერიები
Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორები იზიარებს ერთსა და იმავე ფუნდამენტურ ტექნოლოგიას და სითხის სისტემის დიზაინს სერიის სამივე ინსტრუმენტში: Ion GeneStudio S5 სისტემა, Ion GeneStudio S5 Plus სისტემა და Ion GeneStudio S5 Prime სისტემა. ძირითადი განსხვავება აღნიშნულ სამ სისტემას შორის არის ანალიზისთვის საჭირო დრო.
სისწრაფე
Ion GeneStudio S5 სერიის ინსტრუმენტები მაქსიმალურად იყენებს ნახევარგამტარი სექვენირების ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას სექვენირების მაღალი ხარისხის მონაცემები რამოდენიმე საათში. კერძოდ, ბიბლიოთეკის მომზადებიდან მონაცემნთა მიღებამდე საჭიროა 24 საათი, რომლის განმავლობაში ხელით მუშაობის ხანგრძლოვობა 45 წუთს შეადგენს (Ion Chef სისტემის გამოყენებით).
სიმარტივე
სისტემის ინსტალაცია შესაძლებელია ერთ დღეში, ინტერფეისი მარტივია მომხმარებლისთვის, ხოლო რეაგენტები კარტრიჯების ფორმატში Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორების გამოყენების სიმარტივეს განაპირობებს.
ნიმუშის მცირე მოცულობის საჭიროება
დნმ-ის მცირე რაოდენობის ნიმუშის არსებობისას, როცა ნიმუში რთულად მოსაპოვებელია ან მისი მიღება ხდება ფორმალინით-დაფიქსირებული პქარაფინიზირებული ქსოვილური ნიმუშებიდან (FFPE), ასევე უჯრედგარე დნმ-ის ნიმუშების (cfDNA) შემთხვევაში, გართულებულია სექვენირების განხორციელება. ამრიგად, Ion AmpliSeq ტექნოლოგიით და Ion GeneStudio S5 სერიებით, ჩვენ შეგვიძლია ნიმუში გამოვიყენოთ მეტად მცირე მოცულობით, როგორიცაა 1 ng DNA ან RNA.
მასშტაბურობა
რატომ უნდა შევიძინოთ სხვადასხვა სისტემა, როცა საშუალება გვაქვს განვახორციელოთ ჩვენთვის სასურველი ნიმუშების სექვენიება ერთ გენეტიკურ სექვენატორზე?
Ion 5 სერიის ჩიპები, რომლებიც გამოიყენება Ion GeneStudio S5 სერიებზე, გვთავაზობს სხვადასხვა არჩევით გამოსავალს, ამგვარად ლაბორატორიას შეუძლია განახორციელოს როგორც მცირე, ასევე საკმაოდ მასშტაბური კვლევები.
ანალიზის და მონაცემთა დაარქივების სიმარტივე
Torrent Suite და Ion Reporter კომპიუტერული პროგრამები ამარტივებს ახალი თაობის სექვენირებას როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მკვლევარისთვის.